თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნული სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
“ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება 1 289 აბონენტს შეეზღუდება. კერძოდ, სოფელ დიღომში, “ტოიოტას” ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დიდი დიღმის მცირედ ნაწილში.
კომპანიის ინფორმაციით, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებენ 1 833 აბონენტი სოფელ ვეძისში, დიდგორსა და თელოვანში.
მათივე განცხადებით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ქსელის ინფრასტრუქტურა უმჯობესდება და ელექტროენერგიის მიწოდება უფრო საიმედო ხდება.