ჯეიმს აპატურაი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებს შეხვდა
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებს ირაკლი ალასანიას, ალექსი პეტრიაშვილსა და მაია ფანჯიკიძეს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არაოფიციალურ შეხვედრას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუც ესწრებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჯეიმს აპატურაის დეტალურად გააცნო პარტიის სამომავლო გეგმები და სტრატეგია. შეხვედრა ორ სათზე მეტხანს გაგრძელდა.