განათლების სამინისტროს და “თიბისი ბანკის” ცენტრალურ ოფისს გაზმომარაგება შეუწყდა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, განათლების სამინისტროს და “თიბისი ბანკის” ცენტრალურ ოფისს გაზმომარაგება შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აცრცელებს.
“გაცნობებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, უზნაძიის ქუჩაზე გამავალ გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 4 ნოემბერს, 21:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეუწყდა განათლების სამინისტროს, მასთან მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებს და “თიბისი ბანკის” სათავო ოფისს. გაზის მიწოდება ხვალ, 5 დეკემბრის 08:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.