საქართველო ინტერნეტის თავისუფლების კუთხით თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა
საქართველო 26 ქულით ინტერნეტის თავისუფლების კუთხით თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. Freedom House-ის “ქსელის თავისუფლების” 2014 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო, 2013 წლის ანგარიშის მსგავსად, 2014 წელსაც ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვებით 8 ქულით შეფასდა, შინაარსთან დაკავშირებული შეზღუდვებით – 7 ქულით. რაც შეეხება ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, ამ მხრივ საქართველო 11 ქულით არის შეფასებული.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიში 2013 წლის მაისიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს და მასში 65 ქვეყნის მდგომარეობაა შეფასებული.
“ქსელის თავისუფლების” 2014 წლის ანგარიშში ბოლო პოზიციებს სირია, ირანი და ჩინეთი იკავებენ.