პუტინი: ჩვენი არმია ზრდილობიანია, მაგრამ მრისხანე

რუსეთთან ძალის პოზიციიდან საუბარი – უაზრობაა,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მაგალითად, ჰიტლერს განზრახული ჰქონდა რუსეთის განადგურება და ურალს იქით გადაგდება. ყველაფერი უნდა გვახსოვდეს, რა როგორ მთავრდება. მომავალ წელს ჩვენ დიდი სამამულო ომის გამარჯვების 70 წლის თავს აღვნიშნავთ. ჩვენმა არმიამ გაანადგურა მტერი, ევროპა გაათავისუფლა. 1941-42 წლის მძიმე მარცხის შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს იმისთვის, რომ შეცდომები არ განმეორდეს. ამასთან მიმართებაში საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით შევეხები ერთ საკითხს. თუმცა ასეთი საკითხები ბევრია, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლა, ჩვენ დღემდე ვხვდებით ამ პრობლემებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივ მუშაობაში მონაწილეობას საერთაშორისო დონეზე მივიღებთ.
ახლა მინდა ასევე სერიოზულ საკითხს შევეხო – 2002 წლიდან დაწყებული, აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხმებიდან ცალმხრივი გამოსვლის შემდეგ, აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო გლობალური სისტემის შექმნის დაჟინებული მუშაობა, მათ შორის ევროპაში გრძელდება. ეს საფრთხეს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას უქმნის სწორედ რომ ამ ძალების ბალანსის დარღვევის გამო. ვფიქრობ, ეს თავად აშშ-სთვისაც მავნებელია, რადგან ხელშეუხებლობის უსაფრთხო ილუზიას ქმნის, ცალმხრივი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებისკენ სწრაფვას აძლიერებს“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სხვა სახელმწიფოებს სამხედრო უპირატესობის მიღწევა არ გამოუვათ.
„ჩვენი არმია – თანამედროვე, ძლიერი, ნიჭიერი, ზრდილობიანი, მაგრამ მრისხანეა. ჩვენი თავისუფლების დასაცავად ძალაც, ნებაც და გამბედაობაც გვეყოფა“, – აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები