ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ან სუვერენული იქნება, ან გაქრება მსოფლიოდან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერალურ საბჭოს მიმართავს. ყოველწლიური მიმართვის ტექსტი პრეზიდენტმა თავად მოამზადა. თავისი გამოსვლა პუტინმა ყირიმზე საუბრით დაიწყო.
„ყირიმის რუსეთთან მიერთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ყირიმში ჩვენი ხალხი ცხოვრობს, თვითონ ტერიტორიაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. სწორედ აქ არის მონოლითური რუსული ნაციისა და ცენტრალიზებული სახელმწიფოს ფორმირების სულიერი დასაწყისი“, – განაცხადა პუტინმა.
პრეზიდენტმა უკრაინის მოვლენებზეც ისაუბრა.
„ჩვენ უფლება გვაქვს, დავსვათ კითხვა, თუ რის გამო მოხდა ეს ტრაგედია უკრაინაში. ნუთუ არ შეიძლებოდა საკამათო საკითხების მოგვარებაც დიალოგის გზით? ახლა მთელი ძალებით ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ, რომ სწორედ ეს არის გაწონასწორებული, კომპეტენტური პოლიტიკა, რომელსაც ბრმად უნდა დავემორჩილოთ, ეს არ მოხდება. თუ რიგი ევროპული ქვეყნებისთვის ეროვნული სიამაყე დიდი ხნის წინ დავიწყებული ცნებაა, სუვერენიტეტი კი ზედმეტად დიდი ფუფუნებაა, მაშინ რუსეთისთვის რეალური სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი – მისი არსებობის აბსოლუტურად აუცილებელი პირობაა. ჩვენ ან სუვერენულები ვიქნებით, ან გავქრებით მსოფლიოდან“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის აზრით, უკრაინის ტრაგედია ამტკიცებს, რომ მათი პოზიცია სწორი იყო.
„დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხი ამას სწორად შეაფასებს“, – აღნიშნა პუტინმა.
გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი ძალიან ძლიერი სახელმწიოა და სხვა ქვეყნებს მასთან მიმართებაში სამხედრო უპირატესობის მიღწევა არ გამოუვათ. „ჩვენი თავისუფლების დასაცავად ძალა, ნება და გამბედაობაც გვეყოფა“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები