გროზნოს ცენტრში „ბოევიკებთან“ ბრძოლა გრძელდება

გროზნოში კონტრტერორისტული ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ჟურნალისტ კაზბეკ ვახაევის ცნობით, ქალაქის ცენტრალური ნაწილი სრულად გადაიკეტა.
„ბერკატის“ ბაზრის გარშემო ტერიტორია, ასევე პუტინის, კადიროვის ქუჩები გადაკეტილია. იქ მხოლოდ ძალოვანები დადიან. ღამით სროლა ისმოდა – ჯერ ავტომატიდან, შემდეგ უფრო მძიმე იარაღი – ნაღმმტყორცნები გამოჩნდა. მუშაობდა საბრძოლო ტექნიკა“, – აღნიშნა ჟურნალისტმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგამომცემლო სახლში „ბოევიკები“ მოკლულები არიან, მათი კიდევ ერთი ჯგუფი კი გროზნოს მე-20 სკოლაშია ბლოკირებული.
ჟურნალისტის ინფორმაციით, სკოლაში, სადაც „ბოევიკები“ იყვნენ ბლოკირებულები, მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ.
თავის მხრივ, „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტის ასია მიშიევის განცხადებით, ქალაქში პანიკაა. „ხალხი სახლებიდან არ გამოდის, სკოლებში სასწავლო პროცესი გაუქმებულია“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

10818709_878986075474965_1824021607_n 10834045_878986078808298_65156420_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები