“მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს – შესაძლოა, კავშირს გარკვეული შეფერხებები მოჰყვეს
კომპანია “მაგთიკომი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მე-4 თაობის (4G LTE) ქსელის სატესტო სამუშაოებს გეგმავს, რასაც შესაძლოა, ლოკალურად, დროის მცირე მონაკვეთებში კავშირის გარკვეული შეფერხებები მოჰყვეს.
“კომპანია მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მე-4 თაობის (4G LTE) ქსელის სატესტო სამუშაოებს გეგმავს, რასაც შესაძლოა, ლოკალურად, დროის მცირე მონაკვეთებში კავშირის გარკვეული შეფერხებები მოჰყვეს.
„მაგთიკომი“ წინასწარ უხდის ბოდიშს თავის ერთგულ მომხმარებლებს შესაძლო უხერხულობისთვის და ტრადიციულად, ხარისხიანი და გაცილებით სწრაფი ინტერნეტქსელით უზრუნველყოფას ჰპირდება“,-აღნიშნულია განცხადებაში.