სოფელ მანავის საბავშო ბაღის აღსაზრდელებს ატრაქციონები გადასცეს

საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავის №2 საბავშო ბაღის აღსაზრდელებს ატრაქციონები გადასცეს. ღვინის საწარმო შპს „მანაველმა“ საკუთარი ინიციატვით ბაღის ეზოში სამი სახის ატრაქციონი დაამონტაჟა.
როგორც „კვირას“ საბავშვო დაწესებულების მენეჯერმა მაია მირზაშვილმა განუცხადა, ბავშვებისა და მშობლებისთვის საჩუქარი სრულიად მოულოდნელი აღამოჩნდა, რამაც ისინი ძალიან გაახარა.
„მოინდომეს და სრულიად მოულოდნელად შემოგვიტანეს ეზოს სათამაშოები – სასრიალო, საქანელა და აიწონა-დაიწონა. არ ველოდით. ბავშვებს და მშობლებს ძალიან გაუხარდათ. ატრაქციონები „მანაველის“ წარმომადგენლებმა ააწყვეს და დაამონტაჟეს“, – აღნიშნა ბაღის მენეჯერმა.
მაია მირზაშვილი შპს „მანაველს“ მადლობას უხდის. სოფელ მანავის საბავშვო ბაღს 60 აღსაზდელი ჰყვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები