“რუსთავი 2“-მა სულ დაკარგა იუმორის გრძნობა – ვალერი ხაბურძანია

“რუსთავი 2“-მა სულ დაკარგა იუმორის გრძნობა, -ამის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ფეიბუქის პირად გვერდზე წერს და გადაცემაში “სოციალური ცელი” მისი ინტერვიუს თაობაზე გაჟღერებულ ხუმრობას ეხმაურება.
ამ “რუსთავი 2“-მა სულ დაკარგა იუმორის გრძნობა, ჯერ იყო და სამი “სააკაშვილის ცირკაჩის” გადაცემაში “სოციალური ცელი”, ჩემი ინტერვიუ გაარჩიეს, თან ბოლომდე და ნაძალადევად იცინეს, ამ დილით კი, გაზეთში “ქართული სიტყვა” ჩემი ინტერვიუდან ფრაზები ამოჩეხეს და გაატირაჟეს. ჟურნალისტ ვანიჩკა პავლიაშვილის კითხვაზე რუსეთუმეობასთან დაკავშირებით გადატანითი მნიშვნელობით ვიხუმრე, მოსკოვში რომ წავედი, რუსულიც კი არ ვიცოდი-მეთქი და ამათ კიდე გაუხარდათ. გიხაროდენ, გიხაროდენ“, – წერს ხაბურძანია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები