ხოდორკოვსკი: რუსეთი და პუტინი ერთი და იგივე არ არის

დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ „დიდი პოლიტიკური შეცდომაა“, – ამის შესახებ „იუკოსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ განაცხადა. მისი აზრით, სანქციები რუს ხალხზე არ უნდა აისახებოდეს.
ევროპარლამენტში გამოსვლისას, მიხეილ ხოდორკოვსკიმ განაცხადა, რომ სანქციები კრემლის აგრესიულ ქმედებებს აჩერებს, თუმცა მათ მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი აქვთ და მომავალში ეს სტრატეგიულ მინუსად გადაიქცევა.
ხოდორკოვსკის აზრით, დასავლელმა ლიდერებმა უნდა გაამკაცრონ დამოკიდებულება სამისამართო სანქციების მიმართ, რომლებიც კორუმპირებული ჩინოვნიკების, სამართალდამცავების და მათ ბიზნესპარტნიორების მიმართ დაწესდება.
ხოდორკოვსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი და პუტინი ერთი და იგივე არ არის. „პუტინი ადრე თუ გვიან წავა, რუსეთი კი დარჩება და მან დიდ ევროპაში ადგილი უნდა მონახოს“, – განაცხადა ხოდორკოვსკიმ.
„იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, კრემლის საბოლოო მიზანი შორსაა გეოპოლიტიკისგან. მან განაცხადა, რომ მოსკოვს ევროპასთან „მშვიდობიანი თანაარსებობის“ პოლიტიკისკენ დაბრუნება სურს. ამასთან, ევროპა არ უნდა ჩაერიოს რუსეთის შიდა საქმეებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები