დონეცკის აეროპორტთან ბრძოლა განახლდა

პრორუსმა სეპარატისტებმა დონეცკის აეროპორტზე იერიში განაახლეს, – ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების პრესსამსახურმა განაცხადა, – წერს „ბი-ბი-სი“.
„დღის განმავლობაში დონეცკის აეროპორტის ზონაში სიწყნარე იყო. ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეების ხაზის გაყოფის სტაბილიზაციის საკითხების კონტროლისა და კოორდინაციის საერთო ცენტრის წარმომადგენლების გამგზავრების შემდეგ ტერორისტებმა ტერმინალებზე იერიში განაახლეს“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სეპარატისტები დონეცკის აეროპორტში ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები