თბილისის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია მაისში დასრულდება

 თბილისის შემოვლითი გზის კმ21-კმ34 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის მაისში დასრულდება. მიმდინარე სამუშოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ფანჩულიძემ მოინახულა. აღნიშნული 13 კმ-იანი მონაკვეთი თბილისის შემოსავლელი 48 კმ-იანი გზის შემადგენელი ნაწილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ტექნიკური მდგომარეობა ვერ პასუხობდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თანამედროვე სტანდარტებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და 2014 წლის მაისში დასრულდება. პროექტის მოცულობის 40% გასულ წელს შესრულდა. რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია 13 კმ-იანი საგზაო მონაკვეთისა და 7 ხიდის კაპიტალური შეკეთება ასევე, ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწესრიგება, სავალი ნაწილის მონიშვნა თეთრი ნიტროემალით, საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის ქვედა საყრდენი კედლების გაბიონებით მოწყობა. ამჟამად, მიმდინარეობს ხიდების სავალ ნაწილზე ახალი საგზაო სამოსის მოწყობა, საავტომობილო გზის საფუძვლის რეციკლირების ტექნოლოგიით დამუშავება და ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საგზაო საფარის დაგება. აღნიშნულ პროექტს შპს. “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” ახორციელებს და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 100 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები