გაერო-ს უშიშროების საბჭომ სომალიში სამშვიდობო ძალების მანდატი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ კიდევ ერთი წლით განაახლა აფრიკის კავშირის მხარდაჭერისა და სტაბილიზაციის მისიის (AUSSOM) მანდატი სომალიში.
დიდი ბრიტანეთის მიერ წარდგენილი რეზოლუცია AUSSOM-ის მანდატს 2026 წლის 31 დეკემბრამდე ახანგრძლივებს.
რეზოლუციამ ერთხმად მიიღო მხარდაჭერა, საბჭოს 15-ვე წევრმა მისცა ხმა. წევრებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ 2026 წლის 31 ოქტომბრიდან შეწყვიტონ გაერო-ს გარდამავალი დახმარების მისიის (UNTMIS) ყველა ოპერაცია სომალიში.
შეგახსენებთ, ივლისიდან მოყოლებული, სომალის არმიამ, AUSSOM-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, გააძლიერა ოპერაციები სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-შაბააბის“ წინააღმდეგ.
როგორც მედია აღნიშნავს, “ალ-შაბააბი”, რომელიც სომალის მთავრობის წინააღმდეგ 16 წელზე მეტია აჯანყებას აწარმოებს, ხშირად ესხმის თავს უსაფრთხოების ძალებს, ოფიციალურ პირებს და მშვიდობიან მოსახლეობას.