თამარ ჩიბურდანიძემ ახალგაზრდული პროექტი „მე, ოჯახი, სახელმწიფო” ხაშურში წარადგინა

სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკაზე, ოჯახური ღირებულებების დაცვაზე და თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩვენი ქვეყნის იდენტობის შენარჩუნებაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდული პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაციაზე, რომელიც ხაშურში გაიმართა. ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დეპუტატმა ახალგაზრდებს გააცნო სტატისტიკური მონაცემები და ასევე ქვეყნის განვითარებაში მათ როლზე და დემოგრაფიულ პროცესებზე ესაუბრა.

„ახალგაზრდული პროექტი „მე, ოჯახი, სახელმწიფო” თამარ ჩიბურდანიძემ დღეს ხაშურის ახალგაზრდობას გააცნო.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ პროექტში, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაერთო 23 უნივერსიტეტი, რამდენიმე პროფესიული კოლეჯები, ახალგაზრდული ცენტრები და დიასპორული ორგანიზაციები.

ხაშურში შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრების ეტაპი სრულდება და ისინი დამოუკიდებლად იწყებენ კონკურსისთვის თემატურ მუშაობას. პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება თბილისში 20 თებერვალს, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება”, ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები