მაჭავარიანი – სურსათზე ფასების შემცირებაზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა; რა შეპირებაც მისცა პრემიერმა მოქალაქეებს, ყველაფერი 100%-ით სრულდება

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. რა შეპირებაც მისცა პრემიერმა მოქალაქეებს, ყველაფერი 100%-ით სრულდება”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.

„როგორც კი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას თებერვალში, ეს იქნება საჯარო პროცესი. შემდეგი წლის პირველივე ნახევარში ჩვენ შევძლებთ, რომ რასაც ბატონი პრემიერი დაჰპირდა ჩვენს მოქალაქეებს, ეს ყველაფერი შესრულებული იყოს. ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში ჩვენი მოქალაქეები იგრძნობენ ამ დაპირების რეალურობას.

პარლამენტი ძალიან აქტიურად იმუშავებს. შესაბამისად, პარლამენტიც თავის რეკომენდაციებს დადებს. კომისიის მუშაობა იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. შეიძლება, ჩვენ შესაბამისი კანონებში მოგვიწიოს ცვლილებების შეტანა. ახალი კანონების დაინიციირება და ა.შ. მოკლედ, მთელი გუნდი – აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ვმუშაობთ აბსოლუტურ სინქრონში იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, რომელსაც ჩვენ არ გავურბივართ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები