სოფელ გლდანის 1811 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

3, 4, 5 და 6 დეკემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სოფელ გლდანის 1811 აბონენტს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე თქმით, მეწყერის ჩამოწოლის გამო, 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „არაგვის” ანძის დემონტაჟი და რამდენიმე მეტრით გადაადგილება მოხდება.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს ენერგომომარაგების შეფერხებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები