საქართველოს მთავრობა მილიარდ ათ მილიონ ლარს – საგარეო ვალს იღებს

საქართველოს მთავრობა საგარეო ვალს იღებს. 2015 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით, მთავრობა დაგეგმილზე მეტი მოცულობის ახალი საგარეო ვალის აღებას აპირებს. ამასთან, 2015 წელს ასაღები საგარეო ვალის ოდენობა იმაზე ნაკლებია, რაც 2014 წელს იყო.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტის თანახმად, დაგეგმილი იყო 920 მილიონი ლარის ოდენობის ახალი ვალის აღება.
პარლამენტისთვის მეორედ წარდგენილი კორექტირებული ბიუჯეტის პროექტში საგარეო ვალის მოცულობა 930 მილიონი ლარით იყო წარმოდგენილი, ხოლო საბოლოო ვარიანტში ეს თანხა მილიარდ ათ მილიონს შეადგენს. 2014 წლისათვის ასაღები საგარეო ვალის მოცულობა მილიარდ ოცდათექვსმეტი მილიონით იყო განსაზღვრული. რაც შეეხება ვალის კლებას, მთავრობა მომავალი წლისთვის 356 მილიონის გასტუმრებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები