ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდა

 

   უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. კვიტაშვილთან ერთად უკრაინის მოქალაქე კიდევ ორი სპეციალისტი გახდა, –  ამის შესახებ ინფორმაცია პოროშენკომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
“მოვაწერე ხელი სამი უცხოელი სპეციალისტისთვის – ნატალია იარესკოსთვის, ალექსანდრე კვიტაშვილისა და აივარას აბრამოვიჩუსისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დოკუმენტს”, – წერს პოროშენკო.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ სჭირო რეფორმებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები