მიხეილ ხუბუტიამ ნომინაციაში „საუკეთესო საჯარო საქმიანობა რუსეთში“ გაიმარჯვა
მოსკოვში საჯარო აქტივობის ყოველწლიური პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს. ნომინაცია „საუკეთესო საჯარო საქმიანობა” „რუსეთში ქართველთა კავშირის” პრეზიდენტს მიხეილ ხუბუტიას ერგო.
საჯარო აქტივობის ყოველწლიური პრემია „ვესტი.რუ”-მ გასცა, რომელიც კომპანიებისა და ცალკეული პირების წარმატებებს, ასევე რუსეთში მომხდარ მნიშვნელოვან საჯარო მოვლენებს აღნიშნავს.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი საჯარო მოღვაწეობა დაფასდა. მთავარი იმის აღიარებაა, რომ სახალხო დიპლომატია, რომელსაც „რუსეთში ქართველთა კავშირი” დღემდე გულმოდგინედ ახორციელებს, საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მიხარია, რომ რუსებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის აღდგენისა და მხარდაჭერისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა შენიშნეს და დააფასეს. ნამდვილად, ბევრი რამ გაკეთდა: ჩვენ გავხსენით ძეგლი პოკლონნაიას მთაზე. „ფაშიზმთან ბრძოლაში ერთად ვიყავით”, გადავიღეთ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ჩვენი ხალხების მეგობრობაზე: „ხატი”, ყოველწლიურად მასშტაბურად აღვნიშნავთ დღესასწაულ „თბილისობას” და ვაკეთებთ კიდევ ბევრ, მნიშვნელოვან, საჭირო და სასარგებლო საქმეს რუსეთისა და საქართველოს ხალხებისთვის. თუ ხელში ეს ჯილდო მიჭირავს, ესე იგი, ტყუილად არ გვიშრომია. მადლობა ღირსეული დაფასებისთვის”, – განაცხადა ხუბუტიამ.