კიევში ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა
კიევში ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დედაქალაქის ავტოინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოცემულ მომენტში სახელმწიფო ავტოინსპექციის თანამშრომლები მხოლოდ ქალაქის ავტოსადგურებში მორიგეობენ. სხვა ადგილებში, მათ შორის ავტომაგისტრალებზე, კონტროლი და შეზღუდვები უკვე მოსხნილია“, – აღნიშნულია ავტოინსპექციის განცხადებაში.
კიევის ავტოტრასპორტის სამსახურმა 19 თებერვალს ქალაქში ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა. ქალაქის სხვადასხვა გზატკეცილზე მოძრაობა ხშირად მხოლოდ ცალმხრივად იყო დაშვებული, მთელ რიგ ქუჩებზე კი მოძრაობა საერთოდ აიკრძალა.