ციხეში შეცდომით გატარებული 23 წელი და 6,4 მილიონი დოლარი

ნიუ-იორკის ადმინისტრაცია ამერიკელ დევიდ რანტას, რომელმაც ციხეში შეცდომით 23 წელი გაატარა, 6,4 მილიონ დოლარს გადაუხდის, – ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.
1991 წელს დევიდ რანტას 37 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას 37 წელი მიუსაჯეს მკვლელობის ბრალდებით, რომ მან თითქოსდა, მძარცველი საიუვილერო მაღაზიის კურიერზე თავდასხმის დროს სასიკვდილოდ დაჭრა. გამოძიება ამტკიცებდა, რომ დანაშაული რანტამ ჩაიდინა. იმ დროს ის ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი იყო. თვითმხილველების ჩვენების მიხედვით, დევიდ რანტა დამნაშავედ ცნეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ დეტექტივი ლუის სკარცელა, რომელიც საქმეს ხელმძღვანელობდა, პოლიციაში მუშაობის დროს თვითმხილველებზე ზეწოლას ახორციელებდა და გამოგონილ ჩვენებებს წარადგენდა. 2011 წელს დევიდ რანტას საქმე ხელმეორედ განიხილეს, სადაც დარღვევები გამოვლინდა გამოძიების დროს და რამდენიმე მოწმემ საკუთარი ჩვენება უარყო.
2013 წლის 21 მარტს 59 წლის რანტა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მომდევნო დღეს კი მან გულის შეტევა გადაიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები