ინდოელმა ბიზნესმენმა 111 უსახსრო გოგონა იშვილა და დააქორწინა

ინდოელმა ბიზნესმენმა მახეშ სავანმა, რომელიც ძვირფასი ქვების ვაჭრობით არის დაკავებული, 111 გოგონას ქორწინების ცერემონიას გაუკეთა ორგანიზება.
გოგონებს უსახსრობის გამო დაქორწინება არ შეეძლოთ და ქველმოქმედმა ბიზნესმენმა მათი ქორწინების ხარჯები დაფარა.
როგორც სააგენტო „ფრანც პრესი“ იტყობინება, მასობრივი ქორწინების ცერემონია კვირას ინდოეთის დასავლეთში, გუჯარათის შტატში ჩატარდა. როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, გოგონების დიდმა ნაწილმა მამა ადრე დაკარგა, ხოლო ზოგიერთს კი ქორწინების ხარჯების დაფარვა არ შეეძლოთ. ამის გამო ბიზნესმენმა ისინი იშვილა და ქორწინების ხარჯებიც დაფარა. გარდა ამისა, სავანმა ყველა გოგონას 7 ათასი დოლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და სხვა საგნები აჩუქა. „მატერიალურ საჩუქრებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე მათთვის მამა გავხდი და ჩემი ცხოვრების ბოლომდე ამ მოვალეობას შევასრულებ“, – განაცხადა ბიზნესმენმა ცერემონიის დაწყებამდე.

როგორც ცნობილი გახდა, ბიზნესმენის მხრიდან ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. 2008 წელს მან ორგანიზება გაუკეთა თავისი თანამშრომლის ორი გოგონას ქორწილს, რომელიც შვილების ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. მას სემდეგ სავანმა 251 გოგონას ქორწინების ხარჯები დააფინანსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები