სტივენ ჰოუკინგს „ბონდიანაში“ უარყოფითი პერსონაჟის თამაში სურს

გამოჩენილ ბრიტანელ მეცნიერ–თეორეტიკოსს სტივენ ჰოუკინგს „აგენტ 007“–ის შესახებ ფილმში ანტაგონისტი პერსონაჟის განსახიერება სურს. ამ ინფორმაციას „The Telegraph“–ი ავრცელებს. ჰოუკინგის აზრით, სინთეზატორის საშუალებით წარმოქმნილი მისი სპეციფიური ხმა და ინვალიდის ეტლში მყოფი მისი გმირი იდეალურად გამოდგებოდა „ბონდიანაში“ უარყოფითი პერსონაჟის სახის შესაქმნელად. შეგახსენებთ 71 წლის გენიალური ბრიტანელი ფიზიკოსი ამიოტროფული სკლეროზითაა დაავადებული და ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები