პოროშენკოს ვაჟმა აღიარა, რომ კრამატორსკთან სხვა გვარით იბრძოდა

უკრაინის პრეზიდენტის ვაჟმა ალექსეი პოროშენკომ აღიარა, რომ ATO-ს ზონაში სხვა გვარით იბრძოდა. ალექსეი პოროშენკოს განცხადებით მან კრამატორსკთან ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ პრეზიდენტის ვაჟმა უკრაინულ ტელეარხთან „1+1“–თან ინტერვიუში განაცხადა. ალექსეის თქმით ATO–ს ზონაში ის სხვა გვარით იბრძოდა და საბრძოლველად წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. „ იქ მე მოხალისედ წავედი. მე თავად დავწერე განცხადება. რა თქმა უნდა იყო ისეთი მომენტებიც, მაგალითად ის რომ სხვა გვარით წავედი. იქ ჩემი გვარი ანისენკო იყო. ლამაზი უკრაინული გვარია. თვითონ ბატალიონის ბაზირების ადგილი კრამატორსკთან იყო. მე არ წარმოვადგენ პროფესიონალ მეომარს, მე არანაირი „კომანდოსი“ არ ვარ, რომელიც მოწინავეებში მიცოცავდა. მე ნაღმმტყორცნების განყოფილებაში ვიყავი. ეს საარტილერიო განყოფილებაა. იქ ჩვენ ვისროდით და სხვა ჩვენიანებს ბრძოლაში ვეხმარებოდით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები