“ჩემი ცოლის დაქალები” მოხალისეებს ეძებს

სერიალი ჩემი ცოლის დაქალები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მუსიკალური ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” ახალ კლიპს იღებს და მოხალისეებს ეძებს.
“მეგობრებო, ხვალ, სამშაბათს, დღის 12:00 საათზე ვიღებთ გამოუვალი მდგომარეობის ახალ სიმღერას – გვჭირდება ბევრი მოხალისე! მობრძანდით ყველა, ვისაც გსურთ გადაღებაში მონაწილეობის მიღება, ასაკი შეზღუდული არ გახლავთ! მისამართი: გალერეა „იტალიანა“, მარჯანიშვილის თეატრის წინ. გადაღება დაიწყება დღის 12:00 საათზე, დაგვეხმარეთ გავაკეთოთ დიიიდი, ხალხმრავალი კონცერტი და გაიცანით თქვენი საყვარელი მსახიობები, გელოდებით ყველას!” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები