არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

საბაჟო- გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, სომხეთის მოქალაქე ჰ. ს.-ს, რომელიც რეისით „სტამბოლი – თბილისი“ ჩამოფრინდა, დათვალიერებისას კუთვნილ ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაწარმი – 109,84 გრამი და 21 ცალი მაჯის საათი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3923,09 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3923,09 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები