საბერძნეთში მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 5 ქართველი დააკავეს
საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკში, 58 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 5 ქართველი დააკავეს. დაკავებულ ქართველებს შორის 4 კაცი და 1 ქალია, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მოკლული ერთ-ერთი ტავერნას მეპატრონეა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ქალი ტავერნაში მუშაობდა. მან დანარჩენ ეჭვმიტანილებს შეატყობინა, რომ ტავერნას მეპატრონის სახლში, სეიფში დიდი რაოდენობის თანხა ჰქონდა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ტავერნას მეპატრონე ჯერ დააბეს, შემდეგ კი სასიკვდილოდ სცემეს მას შემდეგ, რაც მან სეიფის კოდის გაცემაზე უარი განაცხადა.