საფრანგეთში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

სააფრანგეთში ძარცვაში ეჭვმიტანილი 10 ქართველი პარიზის სხვადასხვა რაიონში დააპატიმრეს. ფრანგული მედიის ცნობით, დაკავებულებმა თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით 120 ქურდობა ჩაიდინეს, მოპარული ნივთების ღირებულება კი, საერთო ჯამში, 600 ათას ევროს შეადგენს.
როგორც ფრანგული მედია წერს, დაჯგუფება საფრანგეთის გარდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოქმედებდა, მათ შორის შვეიცარიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. დაკავებულთაგან რამდენიმე ქურდული სამყაროს წევრია.
დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ქართველების გარდა რუსები, მოლდოველები, სომხები, უკრაინელები და ჩეჩნებიც არიან.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=WCzEeQw3Hqc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები