იაპონიის პრემიერი რუსეთთან მორიგებას აპირებს

 

იაპონიის პრემიერი სინძო აბე რუსეთთან ტერიტორიული კამათის მოგვარებას „ნებისმიერი გზით“ აპირებს, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„ჩრდილოეთ ტერიტორიების პრობლემას მოვაგვარებ და სამშვიდობო შეთანხმებას გავაფორმებ. როგორც პოლიტიკოსსა და პრემიერ-მინისტრს მინდა ამას ნებისმიერი გზით მივაღწიო“, – განაცხადა იაპონიის პრემიერმა. ქალაქ ნემუროს მერმა კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აბეს ეს შანსი უკვე ჰქონდა. „რუსეთის პრეზიდენტს უკვე 7-ჯერ შევხვდით და ვისურვებდი, რომ ეს პრობლემა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაგეწყვიტოთ“, – განაცხადა მერმა.
შეგახსენებთ, 2014 წლის მაისში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საკამათო კუნძულების საკითხებზე იაპონიასთან მოლაპარაკებები განაგრძოს.
„იაპონიაც და რუსეთიც გულწრფელად არიან დაინტერესებულები ამ პრობლემის გადაწყვეტით“, – აღნიშნა პუტინმა. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული მხარეების ინტერესების გათვალისწინებით და აღიარა, რომ ჯერჯერობით გაუგებარია, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ამ საკითხში კომპრომისს, – წერს „იტარ-ტასი“. შეგახსენებთ, რომ სამშვიდობო შეთანხმება რუსეთსა და იაპონიას შორის ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროიდან არ არის გაფორმებული. მთავარ დაბრკოლებას სამხრეთ კურილების ირგვლივ კამათი წარმოადგენს. 1855 წლის შეთანხმების თანახმად, ეს ტერიტორია იაპონიას ეკუთვნოდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შედეგად ის რუსეთს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები