მწერალთა სახლში ისტორიული გამოფენა გაიხსნება
დღეს საქართველოს მწერალთა სახლის საგამოფენო დარბაზში გამოფენა გაიხსნება, სადაც მე-20 საუკუნეში საბჭოთა მმართველობის პერიოდში თბილისში მომხდარი 20 მნიშვნელოვანი მოვლენისა და პროცესის ამსახველი ფოტოსურათი იქნება წარმოდგენილი.
ფოტომონტაჟის მეშვეობით დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ისტორიული კადრები იმავე ადგილების თანამედროვე პანორამაში დაინახოს.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ისეთი ისტორიული მოვლენები, როგორიცაა: სიონის ზარის ჩამოგდება, თბილისის ზღვის საზეიმო გახსნა, ოპერის თეატრის ხანძარი, გალაკტიონის დაკრძალვა და სხვა.
პროექტი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანია, წახალისდეს დისკუსია თემაზე, როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება ჩვენი უახლესი ისტორიის შესახებ და გავაცნობიეროთ, როგორ და რატომ იცვლება სივრცე, სადაც ესა თუ ის ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა.