თამარ ბერუჩაშვილმა საგანგებო დავალებათა ელჩად დავით კერესელიძე დანიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა საგანგებო დავალებათა ელჩი წარადგინა.
აღნიშნულ პოსტს დავით კერესელიძე უხელმძღვანელებს. კერესელიძემ პირველ ბრიფიგნზე უახლოეს პერიოდში პრემიერის უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა ასევე ეუთოსა და ნატოს მინისტერიალზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.
დავით კერესელიძე ამ პოსტამდე ათენში შავი ზღვის კვლევის ცენტრის ალტერნატიულ დირექტორად მუშაობდა. ასევე იყო საქართველოს ელჩი დანიასა და ნორვეგიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები