პრეზიდენტმა პარლამენტს აფრიკის მისიაში ქართველი სამხედროების გაგზავნის თხოვნით მიმართა

  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო გაეროსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობისთვის მზად არის. მარგველაშვილის თქმით, 2013 წელს ვილნიუსში ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ სამ ოპერაციაში მონაწილეობაზე მიიღო მიწვევა, რასაც მხარი დაუჭირა.
“ამ მისიებში მონაწილეობა ზრდის როგორც გლობალურ, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. შესაბამისად, მე, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, მიზანშეწონილად მიმაჩნია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში, საქართველოს შეირაღებული ძალების ქვეითი ასეულის გაგზავნა. მივმართავ, საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები