„გიგი უგულავა კენჭს საკრებულოს დეპუტატად იყრის“
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა კენჭს საკრებულოს დეპუტატად იყრის. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქავთარაძის თქმით, თუკი გიგი უგულავას მიმართ თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, უგულავა ეცდება, ეს პროცესი პოლიტიკურ დევნად შერაცხოს. მიხეილ ქავთარაძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა ზეწოლას ახორციელებს თბილისის მერიის თანამშრომლებზე, რადგან დელეგატთა რაოდენობა წყვეტს, თუ ვინ იქნება პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ქავთარაძემ მერიის სტრუქტურებში მომუშავე პირებს, მოუწოდა თუ მათზე განხორციელდება ზეწოლა, დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე: 595-07-15-34, 595-07-15-36. მისი თქმით, ისინი თითოეული ასეთი ადამიანის ინტერესებს დაიცავენ.