სოზარ სუბარმა ერაყიდან და სუდანიდან ლტოლვილ ბავშვებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ერაყიდან და სუდანიდან ლტოლვილ ბავშვებს, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან ერთად, გასართობ ცენტრ „მადაგასკარში“ უმასპინძლა, – ამის შესახებ „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ლტოლვილი ბავშვები მარტყოფში, თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და განთავსების ცენტრში ცხოვრობენ. მინისტრი ბავშვებს მარტყოფში ვიზიტისას შეხვდა, სადაც მათ გასართობ ცენტრში წასვლის სურვილი გამოთქვეს.
სამინისტროს ცნობით, ბავშვები 2-საათიან გასართობ პროგრამაში მონაწილეობდნენ, შეხვდნენ სხვადასხვა ზღაპრისა და მულტფილმის გმირებს, მათთვის კარგი განწყობის შექმნაზე კი ცენტრის ანიმატორები ზრუნავდნენ.
ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ცენტრში არსებული ლაბირინთის კონსტრუქციით, ბურთების აუზით, სასრიალო და სათამაშო აპარატებით. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ლტოლვილი ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისათვის.
ეს პროცესი დაწყებულია და ბავშვების ნაწილს უკვე შეუძლია ქართულად საუბარი. მსგავსი აქციები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები