პუტინი: რაღაც პოლიტიკურ ინტრიგებში ჩარევას არ ვაპირებთ
ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვაპირებთ, ჩავერიოთ რაღაც პოლიტიკურ თამაშებსა და ინტრიგებში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“იტარ-ტასის” ინფორმაციით, ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კომპლექსური მიდგომის აუცილებლობას.
“ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვაპირებთ ჩავერიოთ რაღაც პოლიტიკურ თამაშებსა და ინტრიგებში, მით უმეტეს კონფლიქტებში, როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენს ჩათრევას”, – განაცხადა პუტინმა შეიარაღებული ძალების განვითარების საკითხისადმი მიძღვნილ თათბირზე საუბრისას.