ირაკლი ალასანია: ნათია ძალიან დამოუკიდებელი მოქალაქეა (ვიდეო)

ნათია ძალიან დამოუკიდებელი მოქალაქეა. მას უფლება აქვს, საკუთარი პოზიციები ღიად დააფიქსიროს, – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მეუღლის სოციალურ ქსელებში აქტივობას. როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ალასანიამ Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მის მეუღლეს, პროფესიიდან გამომდინარე, უფლება აქვს, საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსიროს.
“ნათია ძალიან დამოუკიდებელი მოქალაქეა. ერთმანეთს ვაძლევთ იმის თავისუფლებას, რომ არ შევზღუდოთ ერთმანეთის საქმიანობით ის თავისუფლება, რომელიც ჩვენ – ყველას ძალიან გვეძვირფასება. ნათიას პროფესიაც, სოციალური წრეც და მისი საქმიანობაც აძლევს ყველანაირ უფლებას, რომ საკუთარი პოზიციები ასე ღიად დააფიქსიროს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=6wcJlnIpSaM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები