თაუერის ხიდის მინის იატაკი ლუდის ბოთლით დაიმსხვრა
ლონდონში თაუერის ხიდის გალერეის მინის იატაკი ლუდის ცარიელი ბოთლით დაიმსხვრა. ინციდენტი გალერეის გახსნიდან რამდენიმე დღეში მოხდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, გალერეის მშენებლობა ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდა.
მინის იატაკის მონაკვეთი 42 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ხიდის იატაკის ქვეშ მანქანები და ფეხით მოსიარულეები, ასევე გემები და იახტები ჩანს. გალერეის გახსნასთან დაკავშირებული მიღების დროს ერთ-ერთ ოფიცერს ცარიელი ლუდის ბოთლი დაუვარდა, რის შედეგად მინის საფარი მაშინვე ბზარებით დაიფარა. ბოთლმა მხოლოდ ზედა საფარი გაბზარა.