ლევან სამუშია: იმედი მაქვს, „კაბელების საქმის“ ნაწილს გრიფი ფორმალურად არ მოხსნია

ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები იმედოვნებენ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმის ნაწილს გრიფი ფორმალურად არ მოხსნია და მათ მასალების გაცნობის საშუალება ექნებათ. როგორც „კვირას“ დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, მას პროკურატურიდან უკვე დაუკავშირდნენ და მასალების ნაწილზე, განსაიდუმლოების შესახებ აცნობეს.
„დამიკავშირდა საქმის პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი და მაცნობა, რომ მასალების ნაწილი განსაიდუმლოვდა. პროკურატირაში დღესვე მივალთ და მასალებს წამოვიღებთ, იმედი მაქვს, რომ საქმის ნაწილს გრიფი ფორმალურად არ მოხსნია“, -განუცხადა “კვირას“ ლევან სამუშიამ.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები