ქართველი საბავშვო ილუსტრატორების გამოფენა გაიმართება

თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში 28 ნოემბრიდან – 30 ნოემბრის ჩათვლით ქართველი საბავშვო ილუსტრატორების გამოფენა გაიმართება. ქართველი საბავშვო ილუსტრატორების გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 37 ახალგაზრდა ილუსტრატორი, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ტექნიკაში და ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი აქვთ. მათი უმრავლესობა პირველ ნაბიჯებს დგამს თავის კარიერაში. ამ გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს თითოეული ილუსტრატორის პოტენციალი და საბავშვო ილუსტრაციის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები