აფხაზური დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დისკუსია გაიმართება

26 ნოემბერს, 16:00 საათზე, „გოუ ჯგუფი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში აფხაზური ფილმების „განხეთქილება აფხაზურ ეკლესიაში“ და „კაფე სსრკ“ ჩვენებას გამართავს.
ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე – საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში. ასევე საუბარი იქნება – რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, რამდენად ეფექტიანია ის პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ატარებს, რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთის მიერ აფხაზებისთვის შეთავაზებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორების შესახებ შეთანხმების დოკუმენტი, რა ნაბიჯებს გადადგამს ოფიციალური თბილისი.
დისკუსიის სტუმარი იქნება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები