სტამბოლში საკალათბურთო ევროლიგის მატჩის წინ სერბი გულშემატკივარი მოკლეს (ვიდეო)

  სტამბოლში თურქული „გალათასარაის“ და სერბული „ცრვენა ვარსკვლავის“ საკალათბურთო ევროლიგის მატჩის წინ მასობრივი შეხლა-შემოხლა მოხდა. შედეგად სერბი გულშემატკივარია მოკლული. ამის შესახებ ტელეკომპანია „RTS“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქი ფანატების ჯგუფი 400 სერბ გულშემატკივარს თავს დაესხა. მათ ქვების სროლა დაიწყეს. ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
შეხლა – შემოხლის შედეგად დანით 25 წლის მამაკაცი დაჭრეს. ექიმებს დაჭრილი 5 საათის განმავლობაში რეანიმაციაში ჰყავდათ, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„დაჭრილმა ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა“, – აღნიშნა სერბეთის კონსულმა სტამბოლში ზორან მარკოვიჩმა.
კონსულის თქმით, ბელგრადში მომხდარს „მტრულ ჟესტად“ აფასებენ.
„ჩვენი გაფრთხილებების მიუხედავად, იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, მსგავსი რამ მომხდარიყო, უსაფრთხოების ზომები იყო ძალიან დაბალ დონეზე. ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ ყველა სერბმა გულშემატკივარმა თურქეთის ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვოს“, – განაცხადა კონსულმა.

10807879_872189526154620_1350482177_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=P8dQItpGcGA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები