თენგიზ შარმანაშვილი: უკრაინაში ძალიან კარგად იციან, რა ნაბიჯები აქვთ გადმოსადგმელი

“უკრაინაში ძალიან კარგად იციან, რა ნაბიჯები აქვთ გადმოსადგმელი. იმედი გამოვთქვათ, რომ უკრაინა საქართველოსთან ურთიერთობაში პრაგმატულ გზას დაადგა”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ საქართველოსთან მიმართებით მრავალი შეცდომა დაუშვა.

„სანქციები, ზოგიერთი თანამდებობის პირის დანიშვნა, რომელიც საქართველოში ძებნილია, ზოგს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ეძებენ, გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია და ბევრი სხვა საკითხიცაა. ისინი თუ ამ პრაგმატულ ნაბიჯებს გადმოდგამენ, ჩვენგან, რა თქმა უნდა, საპასუხო ნაბიჯები არ დაიგვიანებს. ჩვენ მივესალმებით ურთიერთობებს, თუ ისინი რეალობასა და ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები