2013 წელს დაბადებული ბავშვები
თუ თქვენ მიმდინარე წელს პატარა შეგეძინათ ან ელოდებით წლის ბოლომდე, მაშინ ეს თემა თქვენთვის მეტ-ნაკელებად მაინც საინტერესო იქნება. მოდი მივყვეთ და თანმიმდევრობით განვიხილოთ წლის კოსმოგარამ და ნელა მოძრავი პლანეტები, რომლებიც თაობებში ერთნაირ ხასიათს თუ არა მისწრაფებებს, ინტერესებს და მოქმედების თავისებურებებს ქმნის.
2013 წლის სიმბოლო შავი წყლის გველია. ეს არის დიდი ცვლილებების და უცაბედი მოვლენების წელი. ითვლება რომ გველის წელში დაბადებული ადამიანები რთული ხასიათით და სიბრძნით გამოირჩევიან. არიან სიტყვაძუნწები და ყოველთვის აწონდაწონილ გადაწყვეტილებებს იღებენ . უმართლებთ ფინანსებში, ისინი ძირითადად წარმატებულები არიან და უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათ უარყოფით თვისებებად ითვლება სიძუნწე და ეგოიზმი. მათ ყოველთვის საკუთარი თავის იმედი აქვთ დ ანაკლებად ითვალისწინებენ სხვის აზრს. „გველები“ ძალიან მომთხოვნები არიან საკუთარი თავის მიმართ, მიზანდასახულები და გამბედავები. მათი ყოველი მარცხი დიდი მოარალური სტრესია, რომელსაც ისინი დიდი ხნის მანძილზე ებრძვიან საკუთარ თავში და ხოლო გარეგნულად ისევ ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
ზოგადად ისინი იდუმალი და საინტერესო ადამიანები არიან, რომლებთანაც ურთიერთობის აწყობა არც ისე მარტივი საქმეა.
ასტროლოგიური პროგნოზებით თუ ვიმსჯელებთ 2013 წელს დაბადებული ბავშვები განსაკუთრებულები იქნებიან. ბევრ მათგანს ექნება შანსი მიაღწიოს წამოუდგენლად მაღალ მწვერვალებს. ძირითადად ისინი მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც ცხოვრებაში მატერალური ფასეულობები იქნება მთავრი.
პლუტონი
რადგან პლუტონი ძალიან ნელა მოძრაობს ის 2008-დან 2024 წლამდე იმყოფება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ ამ პერიოდში დაბადებულ ყველა ადამინს ექნება ერთნაირი პლუტონური ხასიათის შტრიხები. შესაბამისად ყურადღება უნდა გავამახვილოთ პლუტონის ასპექტებზე 2013 წლის განმავლობაში. მანამდე კი ზოგადად თხის რქა პლუტონზე .
პლუტონის დადებითი ასპექტების შემთხვევაში ბავშვები პრაქტიკულობით და რაციონალურობით გამოირჩევიან. შესაძლებელია მათში ნაადრევად გაიღვიძოს ამბიციამ და შრომისმოყვარეობამ, განსაკუთრებით მაშინ პირადი მიზნების განხორციელების გამო.
შეიძება მოგვეჩვენოს რომ ამ თაობის ბავშვები ადრე „იზრდებიან“ და ძალიან სერიოზულები არიან. ასევე ნეგატიური თვისებები რაც პლუტონს თხის რქაში ახასიათბს არის გულციობა, სისასტიკე, თავშეკავებულობა და ყველაფრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, ძალადობრივი მეთოდებით საკითხების გადაწყვეტაა. თუ პირად რუკაში პლუტონი დაზიანებულია, მაგრამ კარგად გრძნობს თავს იმ ნიშანში სადააც, შეიძლება ეს ნეგატიური თვისებები ბავშობიდანვე გამოავლინონ.
ეს ზოგადად დროის დიდ მონაკვეთს ეხებოდა, ახლა გადავიდეთ კერძოდ 2013 წელზე და რამოდენიმე განსაკუთრებულობა ავღნიშნოთ:
1) პლუტონი – სატურნის სექსტილი (დადებითი ასპექტი )
ეს ასპექტი იქნება ნებისმიერი ბავშვის რუკაში , რადგან მთელი წლის ასქეტია. ყველაზე ძილიერად გამოვლინდება 1 იანვრიდან 26 მარტამდე და 11 სექტემბრიდან 1 ოქტომბრადე დაბადებულ ბავშვებში. ეს სწორედ ის ასქეტია, რომელიც მათ აძლევს პრაქტიკულობას, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. მათთვის არ იარსებებს სიძნელეები სტანდარტული გაგებით, რადგან ყველაფერს მარტივად გადალახავენ, ამიტომ სიძნელეები მათვის ასე ვთქვათ უფრო სტიმული იქნება ვიდრე პრობლემა. ისინი კარგი სტრატეგები იქნებიან, ნებისმიერ გეგმას დაამუშავებენ ყველამხრივ და დაელოდებიან საუკეთესო დროს, რათა დაიწყონ მისი განხორცეილება. მათ ექნებათ ყველა პირობა იმისთვის, რომ მიაღწიონ ყველა მიზანს. მათვარია ისწავლონ გარჩევა სინამდვილეში რა ჭირდებათ ამ უამრავი წარმატებული იდეიდან. ამიტომ ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ რომ მიზნები სწორად დაისახონ და ამ მიზნის მისაღწევად რაც შეიძება ჰუმანური და მშვიდობიანი მეთოდები გამოიყენონ.
2) პლუტონი- ურანის კვადრატი (უარყოფითი ასპექტი)
ეს ასპექტი დაიწყო 2012 წლიდან ამიტომ მისი ზეგავლება დიდი იქნება, როგორც 2012 წელს დაბადებულ ბავშვებზე ასევე 2014 წელს დაბადებულებზეც. ყველა გამოკვეთილად კი 2013 წელს დაბადებულებეზე იმოქმედებს, კერძდ 3.05.13-დან 08.06.13-მდე და 13.10.13-დან 20.11.13-მდე(n2013127g).
ეს ასექტი ბავშვებს აძლევს თავისუფლების სიყვარულს და შიშის დაქვეითებულ შეგრძნებას. პირადი რუქიდან კი შეიძლება მოიძებნოს ის სფერობი სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდება ეს თვისება. ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლებისთვის კი არის ის რომ სულ ახსოვდეთ – სახლში პატარა მიძინებული ვულკანია. აუცილებელია სათანადო ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხს ბავშვობაში და ასწავლოთ ეს უზარმაზარი ენერგია და პოტენციალი სწორად როგორ გამოიყენოს, თუ არ გინდათ რომ მხოლოდ აგრესიაში დახარჯოს ეს ყველაფერი. უცაბედი აფეთქებები და რევოლუციური იდეები, რომელიც გზაზე ყველაფერს ანადგურებს- ესაა ყველაზე ყურადსაღები თვისება თქვენს პატარაში, ამიტომ აუცელებელია ბავშვობიდანვე ასწავლოთ როგორ გარდაქმნას ეს ენერგია, რაიმე უფრო ჰუმანურ ჰორმაში, მაგალითად დაკავდეს სპორტით. ასევე აუცილებელია ასწავლოთ მოთბინება, კორექტულობა და ტაქტი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში.
2013 წლის ბავშვები შეიძლება იყვნენ ძალიან ექსტრავაგანტულები, ექსცენტრიულები და ძალიან განსხვავებულები სხვა თაობის ბავშვებისგან. ამიტომ მასწავლებლებს და ზოგადად განათლების სიტემასაც მოუწევთ ძალიამ მოინდომონ, რომ მათი კეთილგანწყობა მოიპოვონ და ასწავლონ კოსტრუციულად მიუდგნენ თავიანთ თავს, სწავლს, ცხოვრებას.
და თუ გვინდა, რომ ეს უზარმაზარი ენერგია, რაც ამ ბავშებშია მივმართო სწორი კუთხით, შეიძლება გამოვიყენოთ ამ რთული ასპექტის დადებითი მხარეებიც: სამართლიანობის უამაღლესი შეგრძნება, თანამედროვებოსთან წამიერი ადაპტაცია და ხშირ შემთხვევებში გასწერებაც კი, სიმამაცე და გამბედაობა ძველ და მომაკვდინებელ სისტემებთან ბრძოლაში. ეს პატარები უმარვჯერ შეაჯანჯღარებენ მთელს კაცობრიობას და ფაქტიურად ახალი წყობის საფუძვლებს ჩამოაყალიბებენ.
ნეპტუნი
ნეპტუნი ნელა მოძრაობს ზოდიაქოს ნიშნებში. ის ახლა თევზებშია ( 2012 წლის თებერვლიდან და ეს გაგრძელდება 2015 წალამდე). ამიტომ თევზები-ნეპტუნის თვისებები კიდევ უამარავ მომვალ თაობაში გამოვლინდეა, ისე როგორც 2013 წელს დაბადებულ ბავშვებში.
ამ ბავშვებს აქვთ შანსი გახდნენ სულიერად მაღალგანვითარებული თაობა. გულმოწყალება, სურვილი დაეხმარონ სხვებს და გაუდვილონ ცხოვრება – ეს ის საუკეთესო თვისებებია, რომლითაც ადამიანს აჯილდოვებს ნეპტუნი თევზებში. ასევე დამახასაითებელი იქნება მათთვის სენიტიმენტალობა და სხვისი განცდების ადვილად აღქმა. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი პატარა ასაკიდან ეძებს თავის თავს სულიერ ცხოვრებაში და ეძებს ორიენტირებს. სამწუხაროდ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ორინეტირები ნაპოვნი იქნება და ბავშვი აუცილებლად კაცობრიობის მხსნელად გაიზრდება. აქ ასევე უნდ აგავითვალისწინოთ სხვა პლანეტების ზეგავლენა და ის გარე, რაშიც პატარას მოუწევს გაზრდა და განვიტარება, რადგან ეს გარემო პიროები მათთვის ძალინ მნიშვნელოვანია!
უარეს შემთხვევაში ბავშვი შეიძლება სულ სხვა მიმართულებით წავიდეს არასწორი აღზრის გამო და საბოლოო ჯამში რეალობას მოწყვეტილი, დაბნეული და ექსცენტრიული ადამიანი მივიღოთ. ასეთი ბავშვები ხშირად გაურბიან ნამდვილ ცხოვრებას, ქმნიან საკუთარ ვირტულაურ სამყაროს და იკეტებიან მასში. სამწუხაროდ ეს ბავშვები სხვა თაობებზე მეტად არიან მიდრეკილი სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური დამოკიდებულებებისაკენ, ამიტომ აუცილებელია მშობლებმა დიდი ყურადღება დაუთმონ მის ჰარმონიულ აღზრდას. პირველ რიგში აუცილებელია დაანახოთ მას ხელოვნების სიმშვენიერე. ამ ბავშვებში დიდი მუსიკალური პოტენციალი დევს , ასევე ატრისტულები არიან. მთავარია ასწავლოტ მას ლაპარაკი და თვითრელიზაცია ხელოვნების მეშვეობით .
1) ნეპტუნი-სატურნის ტრიგონი (დადებითი ასპექტი)
დაახლოებით 2013 წლის შუა პერიდში (25 მაისიდან 6 აგვისტომდე -მაქსიმალური ზეგავლენა) ფორმირდება სატურნი-ნეპტუნის ტრიგონი. აქვე უნდა ვაღნიშნოთ, რომ ეს ასპექტი 2012 წელს დაბედებულ ზოგიერთ პატარასაც აქვს რუკაში.
ეს ასპექტი მიგვანიშნებს საღ აზრზე და ორგანიზატორულ შესაძლებლობებზე. ასევე ეს არის დიდი სულიერი ძალა და მაღალი მორალი, ფასაულობების სიმყარე. ამ ბავშვებს დიდი მოთბინების და შრომის უნარი ექნებათ, შეეძლებათ ღრმად ჩასწვდნენ საკითხს და დაინახონ ბევრი ისეთი რამ, რაც „ჩვეულებრივ მოკვდავებს“ არ შეუძლიათ.
2) ნეპტუნი -იუპიტერის ტრიგონი (დადებითი ასპექტი)
2013 წლის ივლისში ახალდაბადებული ბავშვების რუკაში იქნება ნეპტუნი-იუპიტერის ტრიგონი. მისი მაქსიმალური ზეგავლენა იქნება 14 ივლისიდან 22 ივლისამდე.
ეს ასპეტქი ადამიანს აძლევს საკუთარი ოჯახის და იდეალების (კირჩხიბი) მიმართ უსაზღვრო ერთგულებას და თავგანწირვას. უფრო ფართო გაგებით ესა სამშობლოს სიყვარული, პატრიოზტიზმი, ასევე კაცობრიობის და ხელოვნების მიმართ სიყავრული. ამ ასპექტის ზეგავლენით ეს ბავშვები პატარაობიდანვე გამოვლენენ ცხოვრების სიღმისეულ ჩაწვდომას, არაბავშვურ სიბრძნეს, სულგრძლეობას დასურვილს, რომ ყველა ირგვლივ მყოფს გაუნაწილონ თავიანთი სიმსუბუქე, მოთბინება და და სიყავრული.
ურანი
ურანი ზოდაოს 1 ნიშანში დაახლოებით 7 წლის განმავლობაშია. ამიტომ ქვემოთ მოყვანილი ზოგადი ინფორმაცია რაღაც ხარისხით ეხება 2011-დან 2018-მდე დაბადებულ ყველა თაობას.
ურანი ვერძში – თუ გავითვალისწინებთ პლანეტის რევოლუციურ ხასიათს და ვერძის აქტიურობას, ლოგიკურად მივალთ იქამდე, რომ 2013 წლის ბავშვები დამოუკიდებლებები, თავისუფლებამოყავრულები, მოუთმენლები ნებისმიერი დაბრკოლებისადმი და შეზღუდვებისადმი. ეს ჯიუტი და მშობლებისთვის დაუმრჩილებელი თაობაა ( მოგვიანებით პედაგოგებისთვისაც). სხვისი აზრი, ტრადიციული შეხედულებები და ჩვეულებები მათთვის მიუღებელია და შესაბამისად არც ითავლისწინებენ. ამ ბავშვებს საკუთარი წესები აქვთ ცხოვრებაში და არავის პატიობენ მის დარღვევას.
ურანი ვერძში მიისწრაფვის გარდაქმნებისკენ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეცვალსო სამყარო. მისთვის სავსებით უმნიშვნელოა, რა სახის გარდაქმები იქნება და რა შედეგით დამთავრდება – მთვარია რამე გარდაიქმნას. მშობლების მიმართ ურჩობა, პროტესტი და მოუთბენლობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ბავშვებისთვის. ამიტომ ბავშვობიდანვე აუცილებელია დაანახოთ მათ, რომ ნებისმისერ ქმედებს აუცილებლად ექნება შედეგი, რომ გარდაქმნები და ცვლილებები მარტო უკეთესობისკენ კი არ მიდის, შეიძლება სავალალო შედაგამდეც მიგვიყვანოს, რომ ყველაფერი ტრადიციული ცუდი არ არის. აუცილებლად ასწავლეთ და განუვითარეთ მათ პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი თავის და ირგვლიმყოფების მიმართ, სამყაროს მიმართ. სულ უნდა ახსოვდეთ, რომ მათი დაუფიქრებელი ქმდება და სიტყვები შეიძლება ახლობელი ადმიანანების ცუდად ყოფნის მიზეზი იყოს.
დიპლომატია და ტაქტი ამ თაობისთვის ნაკლებად დამახასიათველია, ამიტომაც მშობლების წინაშე დგას რთული ამოცანა – შეეცადონ მაინც რომ თავიანთ პატარებს ეთიკის და ტაქტიანი მოქცევის საფუძვლები მაინც ასწავლონ.
ეს ბავშვები შეიძლება იყვნენ მოუსვენრები, ფეთქებადები, ჯიუტები, მაგრამ პლიუსებსაც ვერ დავუკარგავთ: ისინი ძალიან სწრაფაც სწავლობენ ყველაფერ ახალს, კარგად ერკვევიან ტექნიკაში, კომპიუტერებში, არ ეშინიათ გარისკვის, დამოუკიდებლები და გამოგონებლები არიან. ისინი სულ ინიციატორების როლში იქნებიან, არ ეშინით რთული და დიდი პრობლემების, მაგრამ ხშირად უქმნიან საკუთარ თავს ამ დიდი პრობლემებს.
1) ურანი- იუპიტერის კვადრატურა ( უარყოფითი ასპექტი)
ეს აგვისტოს ბავშვების ასპექტია. ყველაზე ძლიერი ზეგავლენა 16-26 აგვისტოს დაბადებულ ბავშვებს ექნებათ. ამ ასპექტის ძირითადი მნიშვნელობა მის ეგზალიტირებულებაში, იმპულსურობასა და არამდგრადობაში გამოიხატება. დადებითი მხარიდან შეიძლება გამოვყოთ შედეგი თვისებები: მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ და სამართლიანობისაკენ.
2) ურანი-იუპიტერის სექტილი (დადებითი ასპექტი)
ეს ასპექტი 2013 წლის პირველ ნახევარში ფორმირდება, ყველაზე ძლიერად კი 24 იანვრიდან 5 მარტამდე დაბადებულ ბავშვებზე იმოქმედებს. ეს ასპექტი მიგვითითებს უჩვეულო შესაძლებლობებზე, ასევე შემოქმედებითი მიდგომა საქმისა და პრობლემების მიმართ – ეს ფილოსოფოსის ასპექტია. სულგრძელობა, ჰუმანურობა და სიკეთე ასევე დამახასიათებლი იქნება ამ ბავშვებისთვის.
სატურნი
მთელი 2013 წელი სატურნი მორიელში იქნება. სატურნის ასეთი მდებარება მიგვანიშნებს მყარ და პრაქტიკულ გონებაზე, მაღალ ამბიციებზე და წარმატებების მიღწევაზე. ამ ბავშვებისთვის სირთულეები არ არსებობს, ისინი მათ ჩვეულებრივ და დაუძაბავად ართმევენ თავს.
ამ ბავშვების ცხოვრებაში მთავარ როლს თვითდისციპლინა თამაშობს, ამიტომ მშობლებმა ამ საკითხს უნდა მიაქციონ ყურადღება და დამატებით ზედმეტად მომთხოვნები არ იყვნენ პატარების მიმართ, რადგან მათ ისედაც განვიტარებული აქვთ ეს გრძნობა, ხოლო დამატებითი მოთხივნილებები გამოიწვევს მათში ზედისციპლინისადმი მიდრეკილებას, როგორც საკუტარი თავის, ასევე სხევების მიმართ(ტირანია).
უარყოფოთი მხარეებიდან ყურადსაღებია ადამიანიში უკმაყოფილების განცდა და ემოციონალური ფონი. ემოციები განსაკუთრებით ნეგატიური და ძნელად დავიწყებადი, რაც შედგომ უკვე მოზარდ ცხოვრებაში დიდად ხელის შემშლელი ფაქტორია ბავშვისთვის.ამიტომ აუცილებელია ბავშვს ვასწავლოთ სტრესთან გამკლავება და წარსულის დავიწყება.
იუპიტერი
იუპიტერი წლის განმავლობაში შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს და ტყუპებიდან კირჩხიბში გადაინაცვლებს. წლის პირველ ნახევარში შესაბამისად ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ხოლო 26 ივნისიდან უკვე კირჩხიბში გადავა.
განვიხილოთ ორივე ვარიანტი:
1) იუპიტერი ტყუპებში (26.06.2013-მდე)
ბავშვებს აჯილდოვებს ოპტიმიზმით და ცხოვრების სიყვარულით. ბუნებისგან მათ ნაბოძები აქვთ მოძრავი და სხარტი ინტელექტი, გამომგონებლური გონება, გახსნილობა და სულგრძელობა. ასეთი პატარებისგან მოდის დიდი გადამდები ენერგია, მათ შეუძლიათ საკუთარი ინტერესების სფეროში სხვა ადმიანები ადვილად მოაქციონ.
ბავშვობიდანვე მათთვის აუცილებელია მრავალრიცხოვანი შთაბეჭდილებები და მარავფეროვნი კონტაქტები. ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ისინი მიღებენ სხვადასხვა წყაროებიდან: საბავშვო ეიგნებიდან, საკუთარი დაკვირვევებიდან, სათამაშოებიდან და უფროესებტან და თანატოლებთან ურთიერთოებიდან, ხოლო შედეგ მოგვიანებით მოზარდ ასაკში – მოგზაურობებიდან.
ამ ბავშვებს თავისუფლად შეეძლებათ ახალი კონტაქტების და ნაცნობობის გამბმა. მათთვის აუცილეელია ბევრი ნაცნობი და მეგობარი, რადგან მათი წსორი განვიტარება სწორედ რომ ურთიერთობებზე არის აწყობილი და ეს არის მათი ცხოვრების მთვარი პრონციპი.
მშობლების ამოცანა კი შედეგშია- მისცენ მათ კარგი განათლება, რაც მომავალში უზრნველყოფს ბავშვის სოციალურად კარგ რელიზაციას.
2) იუპიტერი კირჩხიბში (26 .06.2013-დან)
იუპიტერის ამ მდგომარეობას ეგზალტაცია ეწოდება. ის ბავშვებს აძებს სიკეთეს და მზრუნველობას. ეს ბავშვები ისწრაფვიან გაუგონ სხვებს და ჩსწვდნენ მათ შინაგან მდგომარეობას. არიან სენტიმენტალურები და მგრძნობიარეები. ბავშვობიდანვე მფარველობენ მათზე სუსტებს, ბუნებას და ცხოველებს. ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის და გამოირჩევიან მშვიდობისმოყვარეობით.
ამ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორი ატმოსფეროა მშობლების ოჯახში. ისინი მიდრეკილები არიან შეისრუტონ და დააკოპირონ ყველა წესი და ჩვევა რასაც სახლში ან მშობლებში ხედავენ. მაგალითად, თუ სახლში ყოველდღე ურთიერთობების გარკვევას და კამათს უყურებს, ის გაიზრდება შთაგონებით რომ ეს აუცილებელია პირობაა და იგივეს გააკეთებს თავის პირად ოჯახშიც. ის ზედმეტად ენდობა ტავის მშობლებს, ამიტომაც არ შეუძლია ჯამნსაღი ანალიზის გაკეთება მათ ქცევებზე და აზრებზე. ამიტომ მათ მშობლებს მოეთხოვება უკიდურსი ყურადღება და სიფრთხილე, რათა მაგალითი მისცენ მხოლოდ დადებითი კუთხით.
ოჯახში ასეთი ბავვშვი თავს განსაკუთრებით დაცულად გრძნობს, მისთვის მნიშვნელოვანია რომ აქ ყველაფერი ჰარმონიული იყოს. ის ყოველთვის ოჯახური ინტერესების დამცველი იქნება. ასევე მთავრია რომ ოჯაური სიმყუდროვე და სითბო ხელს უწყობს მას სოციალური მდგომარეობის და მიზნების მიღწევაში.
P.S. აი ასეთი მრავალეფეროვნებით ხასიათდებიან 2013 წლის ბავშვები და ეს ყველაფერი ნელამოძრავი პლანატების (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი) გავლენაა, რაც მთელ თაობას მისდევს ხასიათის შტრიხად. რაც შეეხება მზეს და სხვა სწრაფად მოძრავ პლანეტებს, შეიძლება მათ ისეთი განლაგება ქონდეთ ბავშვის პირად რუკაში, რომ საერთო კორექტირება განიცადოს ზოგიერთმა ზემოთმოყვანილმა დახასიათებამ.
წყარო: http://geoastro.ge/