აშშ-ში ობამას თავის ფორმის ადამიანის ფერფლისთვის განკუთვნილი ურნა შეიქმნა

ამერიკული კომპანიის Cremation Solutions-ის ახალმა გამოგონებამ პრესის ყურადღება მიიპყრო. კომპანიმ აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას თავის ფორმის ურნა გარდაცვლილების ფერფლისთვის შექმნა.
„ობამო-ურნების“ ფოტოები კომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე განათავსა. კომპლექტში ასევე მარმარილოს დასადგამი შედის. გარდაცვლილის ფერფლი „ობამას“ კისერზე გაკეთებულ ნახვრეტში იყრება.
ურნა 2 ვარიანტითაა წარმოდგენილი, ფასი კი „ობამას თავის“ ზომის მიხედვითაა დაწესებული. პატარა ურნა 600 დოლარი ღირს, უფრო დიდი კი (სიმაღლე – 30 სანტიმეტრი) – 2600 დოლარი.
კომპანიის მენეჯერები აცხადებენ, რომ „ობამას თავი“ საკმაოდ კარგად იყიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები