ირაკლი ღარიბაშვილი უმრავლესობის ლიდერებს შეხვდება

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმრავლესობის ლიდერებს შეხვდება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.
ფარული მიყურადების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და პარლამენტში წარდგენილი ორი კანონპროექტი იქნება განხილვის მთავრი თემა უმრავლესობისა და პრემიერის დღევანდელ შეხვედრაზე.
დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას გაეცნობიან. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხება პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შედეგებსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები