კახა კახიშვილი: ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეები დაისჯებიან

სახალხო დამცველის მოთხოვნას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გლდანის მერვე დაწესებულების რამდენიმე თანამშრომლის მიმართ, რომელთაც ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ედავებიან, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე პასუხობს:
„იმისთვის, რომ არ ყოფილიყო საუბარი, შიდა უწყებაში როგორ ჩატარდა გამოძიება, და ჩატარდა თუ არა ობიექტურად, ამიტომ, ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება იყო, რომ სხვა უწყებას გამოეძიებინა. ამ შემთხვევაში ეს უწყება არის პროკურატურა. ისინი დაისჯებიან იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა დაადგენს ბრალეულობას და ბრალეულის სახით პასუხისგებაში მისცემდა მათ“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები