თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება კომპანია “თელასის” ცნობით, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის 15 აბონენტს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების და ქაიროს ქუჩის 1002 აბონენტს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის 302 აბონენტს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის, ბოგდან ხმელნიცკის და შანდორ პეტეფის ქუჩების 2440 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხრამჰესის, სააკაძის, ბოდავის, პისარევის, ლამის, ახალი არსენალის, ბერიაშვილის და ასპინძის ქუჩების 736 აბონენტს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის და ბოხუას ქუჩის 182 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.