თურქეთში „ისლამურ ხალიფატთან“ კავშირისთვის 3 ათასამდე ადამიანი დააპატიმრეს

   თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ ხალიფატთან“ კავშირისთვის სამი ათასამდე ადამიანი დააპტიმრეს. თურქული ტელეარხის „Kanal7“-ის ეთერში ეს ინფორმაცია თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა გააჟღერა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 2760 ადამიანი დააკავეს. ბოზდაგის სიტყვებით, დაკავებულთაგან 15 ადამინი თურქეთის მოქალაქე, ხოლო 700 სირიის მოქალაქეა. რომელი ქვეყნების მოქალაქეები არიან დანარჩენი 2044 დაკავებული, მას არ დაუსახელებია.
კულუარული ინფორმაციით, თურქეთის გავლით პანკისის ხეობის და ზემო აჭარის მაცხოვრებლები „ხალიფატის“ რიგებს საკმაოდ დიდი რაოდენობით უერთდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები