ფარული მოსმენებზე პარლამენტში ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პროექტი დარეგისტრირდა
ფარული მოსმენების წვდომის გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტში ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პროექტი დარეგისტრირდა.
ფარული მოსმენების საკითხზე პარლამენტში უკვე ორი კანონპროექტია რეგისტრირებული. ერთი ეკუთვნის ბესელია-სესიაშვილ-ფოფხაძეს, ხოლო მეორე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს.
ამ დრომდე არც ერთი დეპუტატის მიერ არ არის რეგისტრირებული არასამთავრობოთა მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადება და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დღის ბოლომდე დარჩენილ დროში პარლამენტისთვის მათი შეთავაზების წარდგენა მოხდეს. შესაბამისად, მომავალი კვირის სხდომაზე პარლამენტს განსახილველად ორი კანონპროექტი წარედგინება.